მონტე კარლოს მასტერსი ფაბიო ფონინიმ მოიგო
მონტე კარლოს მასტერსი ფაბიო ფონინიმ მოიგო

მონტე კარლოს მასტერსის ჩემპიონი იტალიელი ფაბიო ფონინი გახდა. მან ფინალში საათსა და 37 წუთში 6:3, 6:4 დაამარცხა სერბი დუშან ლაიოვიჩი.

ფინალის ორივე სეტში მხოლოდ სტარტზე იყო ბრძოლა. პირველ პარტიაში ლაიოვიჩმა შეასრულა პირველი ბრეიკი, მაგრამ ფონინიმ ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და 5:2 დაწინაურდა, რის შემდეგაც სეტის მოგება არ გასჭირვებია.

მეორე სეტის სტარტზე ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს, რის შემდეგაც ლაიოვიჩს მეტოქის გეიმის აღების საშუალება აღარ ჰქონია, ფონინიმ კი მეხუთე ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და მეოთხე ბრეიკი შეასრულა, რამაც მას გამარჯვება, 958 055 ევრო და კლასიფიკაციაში მე-12 ადგილი მოუტანა, რაც მისი კარიერის რეკორდია.

ფონინიმ კარიერაში პირველად მოიგო მასტერსის სერიის ტურნირი. საინტერესოა, რომ ის პირველი იტალიელია, ვინც ამ სერიის ტურნირზე გაიმარჯვა.