მონრეალის „მასტერსზე“ მერვედფინალური წყვილები დაკომპლექტდა
მონრეალის „მასტერსზე“ მერვედფინალური წყვილები დაკომპლექტდა

მონრეალის „მასტერსის“ მესამე სათამაშო დღეს ყველა მერვედფინალისტი გაირკვა.

ბრძოლაში ჩაებნენ პირველ რვა ნომრად განთესილი ჩოგბურთელები, მათ შორის, ტურნირის მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალი. მისი მეტოქე იყო ბრიტანელი დანიელ ევანსი.

პირველი სეტის ტაი-ბრეიკზე ნადალი 2:5-ს აგებდა, მაგრამ მომდევნო შვიდი გათამაშებიდან ექვსი თავის სასარგებლოდ დაასრულა, მეორე სეტში კი ბრეიკით იყო ჩამორჩენილი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც შემოაბრუნა თამაში თავის სასარგებლოდ. ესპანელისთვის ეს იყო 378-ე მოგება „მასტერსის“ სერიის ტურნირებზე და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ყველა დროის ლიდერ როჯერ ფედერერს.

მერვედფინალში ნადალის მეტოქე არგენტინელი გვიდო პეია იქნება. ესპანელს აუცილებლად სჭირდება მონრეალში ფინალში გასვლა, რათა შეინარჩუნოს რეიტინგში მეორე ადგილი.

ტურნირს გამოეთიშა შარშანდელი ფინალისტი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი. მას მოუგო ამ სეზონის აღმოჩენამ, პოლონელმა ჰუბერტ იურკაშმა – 6:4, 3:6, 6:3. ეს ამ ჩოგბურთელის მეოთხე მოგებაა ამ სეზონში TOP10-ის მოთამაშეებზე. ბერძენი ახალ რეიტინგში ორ ადგილს დაკარგავს.

1/16 ფინალი

ნადალი (ესპ, 1)-ევანსი (ბრიტ) 7:6(6), 6:4

ტიმი (ავსტრია, 2)-შაპოვალოვი (კან) 6:4, 3:6, 6:3

იურკაში (პოლ)-ციციპასი (საბ, 4) 6:4, 3:6, 6:3

გასკე (საფ)-ნიშიკორი (იაპ, 5) 6:7(6), 6:2, 7:6(4)

ხაჩანოვი (რუს, 6)-ვავრინკა (შვეიც) 6:4, 6:7(3), 6:2

ფონინი (იტა, 7)-პოლი (აშშ) 7:6(3), 6:3

მედვედევი (რუს, 8)-ედმუნდი (ბრიტ) 6:3, 6:0

ბაუტისტა აგუტი (ესპ, 10)-შვარცმანი (არგ) 6:2, 7:5

მანარინო (საფ)-ჩორიჩი (ხორ,11) 6:2, 6:1

გარინი (ჩილ)-ისნერი (აშშ, 12) 6:3, 6:4

ჩილიჩი (ხორ, 14)-მილმენი (ავსტრა) 6:3, 6:4

მონფილსი (საფ, 16)-ივაშკა (ბლრ) 6:3, 7:6(6)

ოჟე ალიასიმი (კან)-რაონიჩი (კან, 17) 6:3, 3:6 უარი

პეია (არგ)-ალბოტი (მოლ) 6:3, 2:6, 7:6(2)

1/8 ფინალი

ნადალი (ესპ, 1)-პეია (არგ)

ფონინი (იტა, 7)-მანარინო (საფ)

მონფილსი (საფ, 16)-იურკაში (პოლ)

ბაუტისტა აგუტი (ესპ, 10)-გასკე (საფ)

ხაჩანოვი (რუს, 6)-ოჟე ალიასიმი (კან)

ა. ზვერევი (გერ, 3)-ბასილაშვილი (საქ, 13)

მედვედევი (რუს, 8)-გარინი (ჩილ)

ტიმი (ავსტრია, 2)-ჩილიჩი (ხორ, 14)