„მონპელიეს“ ფეხბურთელები კლუბის დროებით უმუშევრად დარჩენილ პერსონალს ხელფასს გადაუხდიან
„მონპელიეს“ ფეხბურთელები კლუბის დროებით უმუშევრად დარჩენილ პერსონალს ხელფასს გადაუხდიან

„მონპელიეს“ ფეხბურთელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის გამო, კლუბის დროებით უმუშევრად დარჩენილ პერსონალს ხელფასი გადაუხადონ.

ეს ინფორმაცია „მონპელიეს“ პრეზიდენტმა ლორან ნიკოლინმა გაავრცელა:

„ჩვენ იძულებულები გავხდით, რომ ზოგიერთი თანამშრომლისთვის ხელფასი შეგვეკვეცა. ეს მძიმე გადაწყვეტილება იყო, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვქონდა.

ჩვენმა ფეხბურთელებმა გამოთქვეს სურვილი, რომ კლუბის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩავარდნილ თანამშრომლებს ზარალი საკუთარი ხელფასიდან აუნაზღაურონ“. – ციტირებს „მონპელიეს“ პრეზიდენტის სიტყვებს RMC Sport.

დატოვე კომენტარი