მონიე „დორტმუნდს“ ტრანსფერზე შეუთანხმდა
მონიე „დორტმუნდს“ ტრანსფერზე შეუთანხმდა

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა, ტომა მონიემ გერმანიის ვიცეჩემპიონ „დორტმუნდთან“ ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ „სქაი სპორტის“ ჟურნალისტმა, ფარიციო რომანომ დაწერა.

წყაროს ცნობით, „დორტმუნდი“ ბელგიელთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს. მონიე გერმანულ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

ვადაზე ადრე დასრულებულ საფრანგეთის ჩემპიონატში მცველმა 16 მატჩი ჩაატარა. აღნიშნავენ, რომ ის არ დაეხმარება პსჟ-ს აგვისტოში ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში.