მონღოლეთმა მსოფლიოს შესარჩევი მატჩი 14:0 წააგო #1TVSPORT

21:55, 30.03.2021

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის აზიურ ზონაში იაპონიის ნაკრებმა 14:0 გაანადგურა მონღოლეთი.

იაპონელთა რიგებში ჰეთ-თრიკი შეასრულა „ვერდერის“ ფორვარდმა იუია ოსაკო. დუბლი ჰქონდათ ჯუნია იტოს („გენკი“) და ჯო ინაგაკის.

იაპონიამ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო და F ჯგუფში 15 ქულით ლიდერობს. ბურთების შეფარდებაა – 27:0. მონღოლეთი სამი ქულით ბოლო ადგილზეა.

მსგავსი