„მონაკოსა“ და „ნიცას“ დაპირისპირება გადაიდო
„მონაკოსა“ და „ნიცას“ დაპირისპირება გადაიდო

საფრანგეთის მე-17 ტურის მატჩი „მონაკოსა“ და „ნიცას“ შორის, რომელიც 7 დეკემბერს უნდა გამართულიყო, 2019 წლის 16 იანვრისთვის გადაიდო, იტყობინება მონაკოს ოფიციალური ვებ-გვერდი.

მატჩის გადადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება საფრანგეთში გამართულმა მასობრივმა საპროტესტო გამოსვლებმა გამოიწვია, რომლის მიზეზიც ქვეყანაში ბენზინის ფასების ზრდაა.

მონაკო სატურნირო ცხრილში 13 ქულით მე-18 პოზიციაზეა, ნიცა კი 25 ქულით მეშვიდე ადგილს იკავებს.