მონაკოს პრინცი ალბერ მეორე მონეგასკურ კლუბს დახმარებას გაუწევს
მონაკოს პრინცი ალბერ მეორე მონეგასკურ კლუბს დახმარებას გაუწევს

მონაკოს პრინცი და მონეგასკური კლუბის თანამფლობელი ალბერ მეორე აცხადებს, რომ ქვეყანა მზადაა კორონავირუსის დროს „ მონაკოს“ ფინანსური დახმარება გაუწიოს. პრინცი კლუბის 30 პროცენტის მფლობელია.

„მთლიანობაში ამ სეზონით იმედგაცრუებულები ვართ, პერსონალიც არაგონივრულად იყო შერჩეული, რამაც კარგი გუნდური სულისკვეთება ვერ შექმნა, – ციტირებს Foot National პრინც ალბერს.

– გავმართეთ ორი სატელეფონო პრესკონფერენცია, რომლებიც ფინანსურ საკითხებს ეხებოდა, რათა გავერკვეთ, ფინანსური კრიზისის დროს კლუბი როგორ ვმართოთ. მონაკოს სამეფო საფრანგეთის სხვა კლუბებსაც დაეხმარება“, – დაასრულა პრინცმა.