„მონაკომ“ ტრანსფერებით მილიარდი ევრო გამოიმუშავა
„მონაკომ“ ტრანსფერებით მილიარდი ევრო გამოიმუშავა

საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე „მონაკო“ არის კლუბი, რომელმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი თანხა გამოიმუშავა ფეხბურთელების გაყიდვისგან.

„ფუტბოლ ობსერვატორის“ (CIES Football Observatory) კვლევის შედეგად, 2010 წლის პირველი იანვრიდან მოყოლებული, მონაკოელებმა გაყიდეს ფეხბურთელები, რომელთა საერთო ღირებულება 1.029 მილიარდი ევროა. ფრანგული კლუბი 161 მილიონი ევროთი უსწრებს „ჩელსის“, რომელიც მეორე ადგილზეა: ამ გუნდმა 868 მილიონი ევრო დააგროვა ფეხბურთელების გასხვისებით. მესამე ადგილზეა „იუვენტუსი“, 787 მილიონი ევროთი.

შემდეგ მოდიან: „ბენფიკა“ (780), „რეალ მადრიდი“ (763), „ატლეტიკო“ (754), „რომა“ და „ბარსელონა“ (726), „ლივერპული“ (716) და „დორტმუნდი“ (678).

ამ მაჩვენებლით 20 საუკეთესოში მხოლოდ სამი კლუბია, რომლებიც არ შედიან ხუთ უძლიერეს ლიგაში – „ბენფიკა“, „პორტუ“ და „აიაქსი“.