„მონაკო“ უნაი ემერის იწვევს
„მონაკო“ უნაი ემერის იწვევს

ლიგა 1-ის ბინადარი „მონაკო“განიხილავს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლონდონის “არსენალის“ ყოფილი დამრიგებლის უნაი ემერის მიწვევას.

ბოლო დღეებში მონაკოელთა ხელმძღანელობა დაინტერესებას გამოთქვამს ესპანელი სპეციალისტით, მაგრამ კონკრეტულ მოლაპარაკებამდე საქმე არ მისულა. მიუხედავად ამისა, ემერი – პრიორიტეტული ვარიანტია „მონაკოსთვის“.

დღეისთვის კლუბს ხელმძღვანელობს ლეონარდო ჟარდიმი, მაგრამ ცუდი შედეგების გამო, პორტუგალიელ სპეციალისტს პოსტიდან დათხოვნა ემუქრება.

48 წლის ემერი „არსენალიდან“ გასული თვის ბოლო გაანთავისუფლეს არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო. მისი ადგილი მიკელ არტეტამ დაიკავა.