მომავალი წლის ავსტრალიის ღია პირველობა, შესაძლოა, დოჰაში ან დუბაიში გაიმართოს #1TVSPORT
მომავალი წლის ავსტრალიის ღია პირველობა, შესაძლოა, დოჰაში ან დუბაიში გაიმართოს #1TVSPORT

2022 წლის ავსტრალიის ღია პირველობა, შესაძლოა, სხვა ქვეყანაში გადაიტანონ ორკვირიანი კარანტინის გამო. ავსტრალიის მთავრობა გეგმავს დახურული საზღვრების შენარჩუნებას მინიმუმ 2022 წლის შუა რიცხვებამდე, ამიტომაც ჩოგბურთელებს მელბურნში სათამაშოდ ისევ მოუწევთ ორკვირიანი კარანტინის გავლა, როგორც ეს 2021 წლის თებერვალში მოხდა.

ავსტრალიის ჩოგბურთის ფედერაცია ცდილობს მოელაპარაკოს მთავრობას უცხოეთიდან ჩასული ჩოგბურთელებისთვის პირობების შემსუბუქებაზე, მაგრამ თუ მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა, „დიდი სლემის“ ტურნირს არ გააუქმებენ, არამედ ქვეყნის საზღვრებს გარეთ ჩაატარებენ. ვარიანტებად განიხილება დოჰა და დუბაი, სადაც 2021 წელს ითამაშეს ავსტრალიის ღიას კვალიფიკაცია.

ავსტრალიის ღია პირველობა 2021 წელს 8-21 თებერვალს გაიმართა. ორკვირიანი იძულებითი კარანტინის გამო, ჩოგბურთელები სასტუმროს ნომრებში იყვნენ გამოკეტილნი.

დატოვე კომენტარი