პროფესიონალმა მოკრივემ პატრიკ დეიმ რამდენიმე დღის წინ ჩიკაგოში ჩარლზ კონველთან დაპირისპირებისას მძიმე ტრავმა მიიღო. სპორტსმენს თავის ტვინი დაუზიანდა. ექიმები მის გადარჩენას 4 დღის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა როგორც დღეს გაირკვა უშედეგოდ.
21 წლის კონველმა სოციალურ ქსელში ემოციური წერილი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ყველაფერს სიამოვნებით დააბრუნებდა უკან, ოღონდ დეი ცოცხალი ყოფილიყო.
„მე არ მინდოდა, რომ ეს დაგმართნოდა. მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობდი“, – დაწერა კონველმა, – „ყველაფრის უკან დაბრუნებას რომ შემეძლოს, აუცილებლად დავაბრუნებდი. არავინ იმსახურებს ასეთ დასასრულს“.
პატრიკ დეის 22 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული, რომელთაგანაც 17 მოიგო.