„ლივერპულის“ თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა პრემიერლიგის 29-ე ტურში „ბორნმუთის“ კარში გატანილი გოლით კლუბის ახალი რეკორდი დაამყარა. ის გახდა პირველი ფეხბურთელი მაიკლ ოუენის შემდეგ, რომელსაც ზედიზედ სამი სეზონის განმავლობაში მერსისაიდელების შემადგენლობაში მინიმუმ ოცი გოლი გააქვს.
შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში 27 წლის ეგვიპტელის მონაგარი 27 გოლი იყო, 2017-18 წლების სეზონში კი მან მეტოქეთა კარი 44-ჯერ აიღო.
სალაჰმა ასევე დაამყო ლივერპულის კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის, ესპანელი ფერნანდო ტორესის რეკორდი, რომელსაც კლუბის მაისურით ჩატარებულ პირველ 100 თამაშში 63 გოლი ჰქონდა გატანილი. სალაჰის მაჩვენებელი 70 გოლია.