მოჰამედ სალაჰი ტრავმის მიუხედავად ეგვიპტის ნაკრების შემადგენლობაში დაასახელეს
მოჰამედ სალაჰი ტრავმის მიუხედავად ეგვიპტის ნაკრების შემადგენლობაში დაასახელეს

„ლივერპულის“ თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი, ტრავმის მიუხედავად, მსოფლიო თასისთვის ეგვიპტის ნაკრების შემადგენლობაში დაასახელეს.

25 წლის ფეხბურთელი ეგვიპტის ნაკრებს 9 ივნისს შეუერთდება, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიღებულ მხრის ტრავმას ბოლომდე მოიშუშებს.

ეგვიპტის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი 15 ივნისს, ურუგვაის წინააღგმდეგ აქვს.

ეგვიპტელთა ბოლო საკვალიფიკაციო მატჩში სალაჰმა 95-ე წუთზე პენალტი გაიტანა და საკუთარი ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო 28 წელში პირველად გაიყვანა.

ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში ჰექტორ კუპერის გაწვრთნილი გუნდი კოლუმბიას სალაჰის გარეშე დაუპირისპირდა. შეხვედრა უგოლოდ – 0:0 დასრულდა. სალაჰი ბელგიასთან ამხანაგურ შეხვედრასაც გამოტოვებს.

‪Good feelings…‬

Posted by Mohamed Salah on 2018 წლის 3 ივნისი, კვირა