ნოემბერის თვეში პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად „ლივერპულის“ შემტევი ნახევარმცველი მოჰამედ სალაჰი გამოცხადდა, – წერს პროფესიული საფეხბურთო ასოციაციის პრესსამსახური.
გასულ თვეში 25 წლის ეგვიპტელმა ინგლისის ჩემპიონატის ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და შვიდი გოლი გაიტანა.
15 ტურის შემდეგ, სალაჰს 12 გოლი დაუგროვდა პრემიერლიგაში და ბომბარდირთა დავას ლიდერობს. გარდა ამისა, ის ხუთი გოლით კლუბის საუკეთესო ბომბარდირია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.