მოჰამედ სალაჰი მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ორ ტურს გამოტოვებს
მოჰამედ სალაჰი მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ორ ტურს გამოტოვებს

„ლივერპულის“ სამედიცინო გუნდმა განაცხადა, რომ სალაჰს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიღებული ტრავმის რეაბილიტაციისთვის 3-4 კვირა დასჭირდება.

თვალცრემლიანმა სალაჰმა მოედანი ფინალური მატჩის პირველივე ტაიმში, სეხიო რამოსთან შეჯახების შემდეგ დატოვა.

მოგვიანებით, ეგვიპტელმა თავდამსხმელმა განაცხადა, რომ ის მსოფლიო თასზე მონაწილეობას აუცილებლად მიიღებდა.

„წაიქცა თუ არა ვიცოდით, რომ ტრავმა საკმაოდ სერიოზული იქნებოდა. ის არასდროს წუწუნებს, მაგრამ ჩვენ ყველაზე უარეს ვარიანტს განვიხილავდით“ – განაცხადა „ლივერპულის“ ფიზიოთერაპეტმა „მარკასთან“ ინტერვიუში.

რეაბილიტაციის პერიოდში სალაჰთან ერთად ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ნაკრების და ლივერპულის ექიმები არიან.

მსოფლიო თასი 14 ივნისს დაიწყება. „ა“ ჯგუფის პირველ შეხვედრაში მასპინძელი რუსეთი საუდის არაბეთს დაუპირისპირდება. ეგვიპტის პირველი მატჩი, ურუგვაის წინააღგმდეგ, ტურნირის მეორე დღეს გაიმართება.