„ლივერპულისა“ და ეგვიპტის ნაკრების ფორვარდი მოჰამედ სალაჰი აფრიკის 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
„ახლა, მინდა რაღაც მოვიგო კლუბთან ერთად. ყოველდღე ძალიან ბევრს ვიმუშავებ იმისთვის, რომ კლუბმა ტიტული მოიპოვოს. ეს თითოეული ჩვენთაგანის სურვილია“, – თქვა სალაჰმა BBC-ის ეთერში.
ეგვიპტელმა ეს პრიზი ზედიზედ მეორე მოიგო. 2018 წელს, სალაჰმა “ლივერპულთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიაღწია და გახდა პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი.
წინა გამარჯვებულები:
2001 – სამუელ კუფური (ბაიერნი, განა)
2002 – ელ-ჰაჯი დიუფი (ლივერპული, სენეგალი)
2003 – ჯეი-ჯეი ოკოჩა (ბოლტონი, ნიგერია)
2004 – ჯეი-ჯეი ოკოჩა (ბოლტონი, ნიგერია)
2005 – მოჰამედ ბარაქათი (ალ-აჰლი, ეგვიპტე)
2006 – მაიკლ ესიენი (ჩელსი, განა)
2007 – ემანუელ ადებაიორი (არსენალი, ტოგო)
2008 – მოჰამედ აბუთრიქა (ალ-აჰლი, ეგვიპტე)
2009 – დიდიე დროგბა (ჩელსი, კოტ დ’ივუარი)
2010 – ასამოა გიანი (სანდერლენდი, განა)
2011 – ანდრე აიუ (მარსელი, განა)
2012 – კრის კატონგო (ჰენანი, ზამბია)
2013 – იაია ტურე (მანჩესტერ სიტი, კოტ დ’ივუარი)
2014 – იასინ ბრაჰიმი (პორტუ, ალჟირი)
2015 – იაია ტურე (მანჩესტერ სიტი, კოტ დ’ივუარი)
2016 – რიად მაჰრეზი (ლესტერი, ალჟირი)
2017 – მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე)
2018 – მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე)