მოგება თოვლში - გვილიას „ლეგია“ ჩემპიონობას მიუახლოვდა #1TVSPORT
მოგება თოვლში - გვილიას „ლეგია“ ჩემპიონობას მიუახლოვდა #1TVSPORT

ვაკო გვილია და ვარშავის „ლეგია“ პოლონეთის ჩემპიონის მორიგ ტიტულს მიუახლოვდნენ. ექსტრაკლასას 27 ტურში ვარშაველები გდანსკშილეხიას“ ესტუმრნენ და 1:0 დაამარცხეს. 

გდანსკში გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი „ლეგიამ“ 27-ე წუთზე გაიტანა. მეტოქის კარი 71-ე წუთზე თავდამსხმელმა ტომაშ პეჰარტმა პენალტით აიღო. ვაკო გვილია მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა. 28-ე ტურის შეხვედრას გუნდი პირველ მაისს, საკუთარ სტადიონზე მე-13 ადგილზე მყოფ კრაკოვის „ვისლასთან“ გამართავს და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდება, ჩემპიონობას გაიფორმებს.

გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონი პოზნანისლეხი“ კი გასვლაზე „პობსკებიზეს“ დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი იყო, რომელმაც მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. ნიკა კაჭარავა კი ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას ასრულებს და სავარაუდოდ, გუნდს დარჩენილ სამ შეხვედრაშიც ვერ დაეხმარება.

ექსტრაკლასაში გამართული 27 ტურის შემდეგ „ლეგიამ“ 59 ქულა დააგროვა და შჩეცინისპოგონს“ უკვე ცხრა ქულით ასწრებს და დარჩენილ სამ შეხვედრაში ქულაც ჰყოფნის, ჩემპიონობა მე-15-ედ რომ იზეიმოს. „ლეხი“ კი 33 ქულით მეცხრე ადგილზეა.

დატოვე კომენტარი