ქართველების ფრე პოლონეთში - კვეკვესკირმა ითამაშა, გვილიამ დაისვენა #1TVSPORT
ქართველების ფრე პოლონეთში - კვეკვესკირმა ითამაშა, გვილიამ დაისვენა #1TVSPORT

დღეს სხვადასხვა ქვეყნის საფეხბურთო ლიგებში მორიგი მატჩები გაიმართა, სადაც ქართველებმა და მათმა გუნდებმა ითამაშეს. თუმცა, ბევრგან ქართველები თავიანთი გუნდების თამაშს მხოლოდ თვალს ადევნებდნენ.

რუსეთის პრემიერლიგაში გამართულ 25-ე ტურში ქართველების მხოლოდ ერთმა გუნდმა ითამაშა. ტულას „არსენალმა“ საკუთარ მოედანზე „კრასნოდარს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. გია გრიგალავა ტულელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „არსენალმა“ 20 ქულა დააგროვა და ვოლგოგრადის „როტორს“ (18) გადაასწრო, რომელიც ხვალ მოსკოვში ცსკა-ს ესტუმრება.

პოლონეთში კი ქართველების გუნდების დაპირისპირება შედგა. პოზნანისლეხმა“ ვარშავის „ლეგიას“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა 0:0. ნიკა კვეკვესკირმა პოზნანელთა ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა, ნიკა კაჭარავა კი ჯერ კიდევ რეაბილიტაციას გადის. ვარშაველთა განაცხადში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია იყო, მაგრამ არ უთამაშია. სამწუხაროდ, მას ბოლო დროს არ ათამაშებენ.

24 ტურის შემდეგ „ლეგია“ 52 ქულით გათამაშების ლიდერია და ჩემპიონის მორიგ ტიტულს უახლოვდება, ხოლო პოზნანელები 30 ქულით მე-11 პოზიციას იკავებენ.