„ლეხის“ სპორტული დირექტორი - კვეკვესკირის ტრანსფერის წყალობით, მოედნის ცენტრში მშვიდად ვიქნებით
„ლეხის“ სპორტული დირექტორი - კვეკვესკირის ტრანსფერის წყალობით, მოედნის ცენტრში მშვიდად ვიქნებით

პოზნანისლეხის“ სპორტულმა დირექტორმა გუნდში საქართველოს ნაკრების წევრის, ნიკა კვეკვესკირის ჩარიცხვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

საქართველოს ნაკრების 28 წლის მოთამაშემ უნგრული „ჰონვედის“ ნაცვლად პოლონეთში, პოზნანისლეხში“ გადავიდა და კონტრაქტი ოფციონის წესით, 0,6+2-წლით გააფორმა – ანუ ხელშეკრულება წლის ბოლომდეა და ორი წლით გახანგრძლივების პერსპექტივაა გათვალისწინებული.

ნიკა კვეკვესკირმა მუდმივნომრიანი მაისურაც შეარჩია – ის პოზნანისლეხში“ 30 ნომრით ითამაშებს. კლუბის ვებ გვერდის ცნობით, მას მაისურზე ეწერება Kvekve. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს პოზნანის „ლეხში“ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა ჩაირიცხა, რომელიც ტრავმის გამო ვერ თამაშობს.

„ჩვენ საგაზაფხულო რაუნდის დაწყებამდე მოედნის ცენტრში კონკურენციის გაზრდა გვინდოდა. ეს იმის გამო, რომ თურქული „დენიზლიდან“ რადეკ მურავსკი დავიმატეთ, მაგრამ ის ზაფხულში შემოგვიერთდება. სწორედ ამიტომ, მე და ნიკა კვეკვესკირმა ექვსთვიანი კონტრაქტი ორი წლით გაგრძელების პერსპექტივით გავაფორმეთ. ის გამოცდილი ფეხბურთელია, რომელიც შემოდგომაზე რეგულარულად თამაშობდა არა მხოლოდ კლუბში, არამედ საქართველოს ნაკრებშიც. ამ ტრანსფერის წყალობით, ჩვენ მოედნის ცენტრში უკვე მშვიდად ვიქნებით, რადგან ის შემადგენლობაში ადგილისთვის იესპერ კარლსტრომისა და პედრო ტიბასთან ერთად იბრძოლებს“, – ამბობს „ლეხის“ სპორტული დირექტორი ტომაშ როზა.

კვეკვესკირი ზუგდიდის „ბაიადან“ „დინამო თბილისში“ დაიმატეს, უთამაშია „ცხინვალში“, გორის „დილაში“. 2016 წლიდან აზერბაიჯანულ „გაბალაში“ გაატარა, ხოლო 2017 წლიდან კოსტანაისტობოლში“ თამაშობდა. 83 თამაშში მან 5 გოლი და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

28 წლის ცენტრალური ნახევარმცველი საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა, სადაც 33 თამაში ჩაატარა, 5 გოლი და 6 პასი გააკეთა. მისი დებიუტი შედგა ეროვნულ გუნდში 2015 წლის 8 ოქტომბერს ევრო 2016-ის შესარჩევი მატჩის დროს გიბრალტართან (4:0) შედგა. შემოდგომაზე ის მოედანზე იყო ერთა ლიგის ყველა მატჩში, ისევე როგორც ევრო 2021 პლეი-ოფის ორივე შეხვედრაში.