მოგება ბოლო წუთებზე - კაშია-კანკავას „სლოვანმა“ სტუმრად გაიმარჯვა #1TVSPORT
მოგება ბოლო წუთებზე - კაშია-კანკავას „სლოვანმა“ სტუმრად გაიმარჯვა #1TVSPORT

გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ სლოვაკეთის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა ჩაატარეს – ქართველი ფეხბურთელების გუნდი ბრატისლავასსლოვანი“ „ჟილინას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში მიზანს ბოლო წუთებზე მიაღწია – 3:2.

რეგულარული სეზონი „ჯვაროსნების“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირველ ადგილზე დაასრულა, ახლა კი საჩემპიონო ექვსეულის მატჩები დაიწყო. კაშია და კანკავა, ტრადიციულად, ვაისმა სასტარტო თერთმეტეულში დააყენა და ორივემ შეუცვლელად ითამაშა.

სლოვანისთვის“ მატჩი ცუდად დაიწყო. ანგარიში მასპინძლებმა 42-ე წუთზე გახსნეს – ლიდერის კარი „ჟილინას“ მცველმა ადამ კოპასმა აიღო. მაგრამ შესვენებამდე ვაისის შვილმა, ვლადიმირ ვაისი-უმცროსმა მასპინძლებს გაუტანა და წონასწორობა აღადგინა. ორივემ ეს პენალტის ზუსტი შესრულებით მოახერხა.

მე-60 წუთზე „ჟილინამ“ სტუმრების კარი მეორედ აიღო – მასპინძლები მეორედ დავიდ დურიშმა დააწინაურა. თუმცა „სლოვანმა“ შეხვედრის დასკვნითი მონაკვეთი კარგად ჩაატარა და 75-ე წუთზე ანგარიში მეორედ ისევ ვაისმა გაათანაბრა, ხოლო 81-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა სამეულ მრაზმა მასპინძლების კარი მესამედ აიღო და ამაშიც ვაისი მონაწილეობდა – ამჯერად მან საგოლე გადაცემა შეასრულა.

საბოლოოდ, შეხვედრა „სლოვანის“ გამარჯვებით დასრულდა 3:2. ვაისის გუნდი 23 ტურის შემდეგ 56 ქულით პირველობას ინარჩუნებს და მეორეადგილოსან ტრნავის „სპარტაკს“ 11 ქულით ასწრებს.