მოფარიკავეთა ნაკრები პადოვაში მიემგზავრება
მოფარიკავეთა ნაკრები პადოვაში მიემგზავრება

საქართველოს მოფარიკავეთა ეროვნული ნაკრები დღეს იტალიაში გაემგზავრება.

ქართველი სპორტსმენები ქალაქ პადოვაში მსოფლიო თასის გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას.

ტურნირზე 60 ქვეყნის 200-ზე მეტი მოფარიკავე იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები მედლების მოპოვებას როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ ჩათვლაში შეეცდება.

მწვრთნელების განცხადებით გუნდი მაღალი ადგილებისთვის და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისთვის იბრძოლებს.