მოედანზე ყველა თავს დადებს - „ტორპედო“ ლიდერთან სათამაშოდ ემზადება #1TVSPORT
მოედანზე ყველა თავს დადებს - „ტორპედო“ ლიდერთან სათამაშოდ ემზადება #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-18 ტურში ქუთაისის „ტორპედო“ ბათუმის „დინამოს“ „აჭარაბეთ არენაზე“ ესტუმრება. ქუთაისური გუნდის მოთამაშეებმა გიორგი კუხიანიძემ და აკაკი შულაიამ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ გათამაშების ლიდერს ბრძოლას გაუმართავენ.

აკაკი შულაია: „ბოლნისის „სიონთან“ გამოჩნდა, რომ გუნდი უფრო შევთამაშდით, კარგ კონდინციებში ვართ და ვეცდებით, რომ ბათუმშიც იგივე თამაში ვაჩვენოთ. ფიზიკურად არა მარტო მე, არამედ გუნდიც კარგად გამოიყურება, ტრავმირებულებიც არ გვყავს და ბათუმში სრული შემადგენლობით ჩავდივართ“.

გიორგი კუხიანიძე: „ცოტა დრო კიდევ არის საჭირო, გუნდი რომ შეთამაშდეს და მოუმატოს. ვფიქრობ, რომ ბათუმის „დინამოსთან“, რომელიც გათამაშების ლიდერია, ძალიან მაგარი თამაში გველის. ჩვენ ჩვენსას შევეცდებით, რომ ბათუმიდან გულშემატკივარი გახარებული დაბრუნდეს. გუნდში საბრძოლო განწყობაა და მოედანზე ყველა თავს დადებს“.

ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვედრა 21 ივნისს გაიმართება. „აჭარაბეთ არენაზე“ მე-18 ტურის მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.