მოედანზე დაბრუნებული ქოჩორაშვილი პირველივე მატჩში გააძევეს #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ დიდი ხნის პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და ლა ლიგაში გადასვლისთვის მებრძოლ „ხიხონის“ წინააღმდეგ ითამაშა, მაგრამ ბოლოს მოედნიდან გააძევეს.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-20 ტურის შეხვედრაში „ლევანტემ“ მეტოქე საკუთარ მოედანზე მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე მცველმა ალექს მუნიოზმა გაიტანა.
ქართველი ნახევარმცველი თავიდან „ლევანტეს“ განაცხადში იყო, ხოლო მწვრთნელმა მოედანზე 72-ე წუთზე შეუშვა. ქოჩორაშვილის დაბრუნება უიღბლო გამოდგა – გიორგის 86-ე წუთზე პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენეს და მოედანი დაატოვებინეს.
საინტერესოა, რომ ქოჩორაშვილმა ტრავმა 2023 წლის 9 დეკემბერს „ხიხონთან“ გასვლით მატჩში მიიღო და მოედანზეც ამ გუნდთან საშინაო შეხვედრაში სამთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.