„რეალის“ 38 წლის ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ეჭვობს იმის შესახებ, ღირს თუ არა ამ სეზონის შემდეგ მადრიდული კლუბის დატოვება იმის მიუხედავად, რომ დღეს „რეალში“ არასაკმარის სათამაშო დროს იღებს, – დაწერა ჟურნალისტმა მატეო მორეტომ.
წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის მოდრიჩი ფიქრობს იმ როლზე, რომელიც მომავალ სეზონში მადრიდულ კლუბში ექნება.
ცნობილია, რომ ხორვატი ნახევარმცველის მიმართ დაინტერესება აქვთ კლუბებს ახლო აღმოსავლეთიდან და MLS-დან. გარდა მისა, ფეხბურთელის დაბრუნება სურს მის მშობლიურ კლუბს, ზაგრების „დინამოს“.
ამ სეზონში მოდრიჩმა ყველა ტურნირზე 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ორი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. დღეისთვის ხორვატის სატრანსფერო ღირებულება 8 მილიონ ევროს შეადგენს.