„რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა კონტრაქტი გააგრძელა მადრიდულ კლუბთან, – ამის შესახებ თავის „ტვიტერში“ დაწერა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.
როგორც წყარო იტყობინება, ზეპირი შეთანხმება 36 წლის ხორვატსა და „რეალს“ შორის ორი თვის წინ შედგა, ახლა კი შესაბამისი დოკუმენტები გაფორმდა.
ახალი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
უახლოეს ხანში კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ოფიციალურად გამოცხადდება.