მოდრიჩი „რეალის“ ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ესპანური კლუბის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი გახდა.
„რეალმა“ უეფა-ს სუპერთასის მატჩში „ატალანტა“ 2:0 დაამარცხა.
38 წლის ხორვატი 76-ე წუთზე შევიდა როდრიგოს ნაცვლად მოედანზე. მისთვის ეს 27-ე ტიტულია „რეალში“, რაც მადრიდული კლუბის რეკორდია. მან უკან ჩამოიტოვა ნაჩო ფერნანდესი, რომელიც ამ ზაფხულს საუდის არაბეთის ლიგაში გადავიდა.
მოდრიჩის ანგარიშზე „რეალში“ შემდეგი ტიტულებია: 4 ლა ლიგა, 2 ესპანეთის თასი, 5 ესპანეთის სუპერთასი, 6 ჩემპიონთა ლიგა, 5 უეფა-ს სუპერთასი და 5 კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი.