საქართველოს ქალთა და ვაჟთა ეროვნული ნაკრების მოჭადრაკეები ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში შექმნილ მაღალტექნოლოგიურ ბაზაზე მოემზადებიან.
ქართველი სპორტსმენები სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ, რომელიც საუდის არაბეთში 2017 წლის დეკემბერში ჩატარდება. 2018 წელს კი საჭადრაკო ოლიმპიადას საქართველო უმასპინძლებს.
ეროვნული ნაკრების წევრების მზადება, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში არსებული ბოლო თაობის HP-ს უმძლავრეს, 32 ბირთვიან Z840 მოდელის კომპიუტერების და ვირტუალური რეალობის გამოყენებით მოხდება.