მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ომი გრძელდება, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დარჩეთ უკრაინასთან - ანდრეი შევჩენკოს სიტყვა „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე #1TVSPORT
პარიზში „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო უკრაინული ფეხბურთის ლეგენდამ ანდრეი შევჩენკომ. მან „ოქროს ბურთი“ გადასცა სეზონის საუკეთესო ქალ ფეხბურთელს ალექსია პუტელიასს, თუმცა, მანამდე, შევჩენკო სიტყვით გამოვიდა და მოუწოდა მსოფლიო საზოგადოებას – არ დაივიწყონ, რომ ომი უკრაინაში გრძელდება.
„ეს ძალიან რთული მომენტია ყველა უკრაინელისთვის მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო. ძალიან ვამაყობ იმით, რომ ჩემი ქვეყანა თავს იცავს და იბრძვის თავისუფლებისთვის მტრის წინააღმდეგ. ბევრ ჰუმანიტარულ და სამედიცინო პროექტში ვარ ჩართული ჰუმანიტარულ პლატფორმა UNITED24-თან ერთად, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დააარსა. მე ამ ორგანიზაციის ელჩი ვარ. ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ომი გრძელდება, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დარჩეთ უკრაინასთან და დაეხმაროთ მას“, – განაცხადა შევჩენკომ.