MMA-ის მებრძოლმა ბავშვი დახრჩობას გადაარჩინა [ვიდეო]
MMA-ის მებრძოლმა ბავშვი დახრჩობას გადაარჩინა [ვიდეო]

UFC-ის ჩემპიონმა ფაბრისიო ვერდუმმა კალიფორნიის პლაჟზე ბავშვი გადაარჩინა, რომელიც ოკეანეში იხრჩობოდა, – იტყობინება mmafighting.com. ბრაზილიელი თავის მეუღლესთან კარინასთან ერთად საკუთარ სახლთან ახლოს ისვენებდა. სანაპიროზე ორი ბავშვის გადასარჩენად სახანძრო განყოფილების წარმომადგენელი გამოჩნდა. იმის გამო, რომ მაშველი ერთი იყო, ვერდუმმა დახმარება გადაწყვიტა.

„სახანძრო მანქანა ჩვენს გვერდით გაჩერდა. ვთქვი, რომ დახმარება მინდოდა. კარინა არ იყო დარწმუნებული, რომ სწორად ვიქცეოდი, რადგან ეს საშიში იყო, მაგრამ ორი პატარა თავი დავინახე ზღვაში. ისინი შველას ითხოვდნენ. ნაპირიდან 70 მეტრში იყვნენ. მაშველმა დაფას ხელი დაავლო. მე გავიხადე და მას გამოვეკიდე.
ავიღე ნარინჯისფერი ტივტივა და მაშველს ცოტათი გავუსწარი კიდეც. ვუთხარი, რომ გოგონა აეყვანა, რადგან ის უფრო მეტად ყვიროდა, მე კი ბიჭს ვუშველე, რომელსაც უკვე ძალა გამოცლილი ჰქონდა. მასთან ერთად გამოვცურე ნაპირზე, სადაც ხანში შესული მამაკაცი დაგვეხმარა წყლიდან ამოსვლაში“, – ამბობს ვერდუმი.


2018 წლის სექტემბერში, აშშ-ის ანტისადოპინგო სააგენტომ ვერდუმი დადებითი დოპინგ-სინჯის გამო დისკვალიფიკაციით დასაჯა.