ემელეს-ში (MLS) მექსიკის ჩემპიონატთან გაერთიანებას ფიქრობენ
ემელეს-ში (MLS) მექსიკის ჩემპიონატთან გაერთიანებას ფიქრობენ

ემელეს-ის (MLS) გენერალური დირექტორი დონ გარბერი მიიჩნევს, რომ პერსპექტივაში შესაძლებელია კანადის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მექსიკის ჩემპიონატების გაერთიანება.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ემელეს-ის და მექსიკის 8-8 კლუბი ჩაატარებენ ტურნირს, სახელწოდებით „ლიგების თასი“, რომელიც გაიმართება ივლისიდან სექტემბრამდე.

„ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ პრემიერლიგის ჩრდილოამერიკული ვერსია“, – ციტირებს „ეიეფპი“ (AFP) გარბერს, – „ეს იქნებოდა კონტინენტური ჩემპიონატი – შეერთებული შტატების, კანადისა და მექსიკის კლუბების გამაერთიანებელი, სადაც ძალიან სანახაობრივ და ხარისხიან ფეხბურთს ნახავდა მაყურებელი“.