სეზონი „მეიჯორ სოკერ ლიგაში” (MLS) პაუზის შემდეგ 8 ივლისს განახლდება.
ყველა მატჩი გაიმართება ორლანდოში, Disney ESPN Wide World-ის სპორტულ კომპლექსში. ამ ადგილას, 31 ივლისიდან დაიწყება სეზონის განახლებას ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია.
შეიცვლება ფორმატი. 26 გუნდი ექვს ჯგუფად დაიყოფა – სამი აღმოსავლეთ კონფერენციაში, სამი – დასავლეთში. ჯგუფებში ერთწრიანი ტურნირები ჩატარდება. თითო ჯგუფიდან ორ-ორ საუკეთესო გუნდი შემდეგ ეტაპზე, ასევე სამი საუკეთესო მესამეადგილოსანი. სულ პლეი ოფში 16 გუნდი იქნება.
მერვედფინალური მატჩები 25-28 ივლისს გაიმართება.
მეოთხედფინალები – 30 ივლისი-1 აგვისტო
ნახევარფინალები – 5-6 აგვისტო
ფინალი – 11 აგვისტო.