ჩრდილოამერიკული საფეხბურთო ლიგის (MLS) კომისარმა დონ გარბერმა განაცხადა, რომ „ლოს ანჯელეს გელაქსის“ ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ სათამაშოდ დაბრუნდება. 38 წლის შვედი ამ იტალიურ გუნდში 2010-12 წლებში თამაშობდა. მისი კონტრაქტი „გელაქსისთან“ 2019 წლის 31 დეკემბრამდეა ძალაში.
„ზლატანი საინტერესო პერსონაჟია. მასთან არ მოიწყენ. პოპულარიზაციისთვის ჩვენ გვჭირდება ასეთი ბიჭები, როგორიც თავის დროზე, ბექჰემი იყო. ზლატანი 38 წლისაა, ის მსოფლიოს ერთ-ერთ ტოპ-კლუბში „მილანში“ გადადის.
ბოლო ორ წელიწადში მან თითქმის გააუმჯობესა რეკორდები გოლების მხრივ, მასზე დაკვირვება ძალიან საინტერესოა, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. იბრაჰიმოვიჩი არ გაძლევს მოწყენის საშუალებას და მინდა, რომ დაბრუნდეს. მაგრამ, ეს უკვე „გელაქსიზეა“ დამოკიდებული“, – თქვა გარბერმა.
პარალელურად, ერთ-ერთ იტალიურ გაზეთში დაიწერა, რომ იბრაჰიმოვიჩის მეუღლე მილანში სახლს უკვე ეძებს.