„მხოლოდ ოქროს მედლები საქართველოში“ - ფუტსალელები ევროუნივერსიადის ფინალისკენ მიიწევენ #1TVSPORT
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი, პოლონეთის ქალაქ ლოძში მიმდინარე ევროპის საუნივერსიადო თამაშებზე მოგებების სერიას და ფინალისკენ სვლას განაგრძობს.
კსუ-ს საფეხბურთო ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩიც მოიგო. გუნდი შვეიცარიის ჩემპიონს, ლოზანას უნივერსიტეტს დაუპირისპირდა, 5:4 დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა.
ჯგუფური ეტაპზე კსუ-მ 4 მატჩში 4 გამარჯვება მოიპოვა – შვეიცარიელებამდე, ნორვეგიელებს 12:0, ფინელებს 8:0, სლოვენიელებს 3:0 სძლია და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
„მხოლოდ ოქროს მედლები საქართველოში“ – ასეთია კსუ-ს დევიზი, რომელიც წინ დამაჯერებლად მიიწევს. 1/4 ფინალი დღეს გაიმართება. კავკასიელების მეტოქე უნგრეთში უდიდესი ლორანდ ეშტვანის სახელობის ბუდაპეშტის უნივერსიტეტი იქნება. მატჩი თბილისის დროთ 19:00 საათზე დაიწყება.