მხითარიანმა ტრავმა მიიღო და თვენახევარი გაუცდება
მხითარიანმა ტრავმა მიიღო და თვენახევარი გაუცდება

„არსენალისა“ და სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი ჰენრიკ მხითარიანი ექვსი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ტრავმა მან გასულ უქმეებზე, „ტოტენჰემთან“ ლიგის თასის მეოთხედფინალური მატჩის (0-2) პირველ ტაიმში მიიღო და მეორე ტაიმში აღარ უთამაშია.

აღსანიშნავია, რომ 29 წლის მხითარიანმა ამ მატჩამდე სულ რაღაც სამი დღით ადრე, „საუთჰემპტონთან“ მოგებულ მატჩში (3-2) დუბლი შეასრულა.

სომეხი პლეიმეიქერი არსენალის მომდევნო რვა თამაშს გამოტოვებს, მათ შორის სტუმრად ლივერპულთან (29 დეკემბერი) და მანჩესტერ სითისთან (3 თებერვალი).