მხითარიანი არსენალს აზერბაიჯანში არ გაჰყვება
მხითარიანი არსენალს აზერბაიჯანში არ გაჰყვება

გაზეთ The Telegraph-ის ინფორმაციით – „არსენალის“სომეხი ვარსკვლავი – ჰენრიხ მხითარიანი, ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩს გამოტოვებს. ამ შეხვედრაში ლონდონური კლუბი, სტუმრად  აზერბაიჯანის „ყარაბახს“ უნდა შეხვდეს.

ეს გადაწყვეტილება ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო. უკვე მრავალი წლის განმავლობაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტია, შესაბამისად იყო საფრთხე რომ სომხეთის ნაკრების წევრს, აზერბაიჯანის დედაქალაქში, მინიმუმ უსიამოვნო გარემო დახვედროდა.

მიმდინარე სეზონში მხითარიანმა „არსენალში“ შვიდი მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.