მხატვრული ცურვა | მარია ალავიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილი დაიკავა #1TVSPORT
პლანეტის პირველობაზე მხატვრულ ცურვაში იუნიორთა შორის, რომელსაც ესპანეთმა უმასპინძლა, ქართველმა სპორტსმენმა მარია ალავიძემ წინა წელს ნაჩვენები შედეგი საგრძნობლად გააუმჯობესა და 24 ქვეყანას შორის ასპარეზობა მეშვიდე ადგილზე დაასრულა.
მარია ალავიძემ თავისუფალ სოლო პროგრამაში 80.50 ქულა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე მარია ალავიძემ მეცხრამეტე ადგილი დაიკავა.