მკაცრი სანქციები აბრამოვიჩსაც შეეხო - რუსი ოლიგარქი „ჩელსის“ გაყიდვას ვეღარ მოახერხებს #1TVSPORT
დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული მკაცრი სანქციები რუს ოლიგარქს, რომან აბრამოვიჩსაც შეეხო, რომელიც ინგლისური საფეხბურთო გრანდის, „ჩელსის“ მფლობელია. რამდენიმე დღის წინ, რომან აბრამოვიჩმა „ჩელსის“ გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობიის თანახმად, ოლიგარქი კლუბის გასხვისებას ვეღარ შეძლებს.
„ჩელსი“ პრემიერლიგაში ასპარეზობას მხოლოდ საკუთარი სახსრებით გააგრძელებს. ლონდონური კლუბი საშინაო მატჩებზე ბილეთებს ვერ გაყიდის. „ჩელსის“ თამაშებს მხოლოდ ის გულშემატკივრები დაესწრებიან, რომლებსაც სეზონური აბონემენტი უკვე შეძენილი აქვთ. „ჩელსის“ აეკრძალა ფეხბურთელების ტრანსფერიც. ამას გარდა, გაიყინება აბრამოვიჩის აქტივები დიდი ბრიტანეთის მთელ ტერიტორიაზე.