მიუნსტერში, თავდამსხმელის ბინაში ნაპოვნი იარაღი ყალბი აღმოჩნდა
მიუნსტერში, თავდამსხმელის ბინაში ნაპოვნი იარაღი ყალბი აღმოჩნდა

გერმანიის ქალაქ მიუნსტერში, 49 წლის მოქალაქის ბინაში ჩხრეკის დროს ნაპოვნი ავტომატი ყალბი აღმოჩნდა. ამის შესახებ პროკურატურისა და პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

მიუნსტერის პროკურატურასა და პოლიციაში აცხადებენ, რომ მათთვის ამ დრომდე უცნობია დამნაშავის მოტივი.

მათივე თქმით, სამარათალდამცავებმა ბინაში პიროტექნიკასაც მიაგნეს.

შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს მიუნსტერში ავტომობილი კაფეში მყოფ მოქალაქეებს შეეჯახა. დაიღუპა ორი ადამიანი, კიდევ 20 დაშავდა. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.