მიუნხენში ტყვიით მსროლელთა მსოფლიოს თასის ბოლო მეოთხე ეტაპზე საქართველოს ღირსებას ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის სამგზის გამარჯვებული ნინო სალუქვაძე, ცოტნე მაჭავარიანი და ლევან ქადაგიძე დაიცავენ.
საქართველოს ნაკრები ამ შეჯიბრისთვის ბულგარეთში მოემზადა, სადაც მათი მასპინძელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მარია გროზდევა იყო. ამ ერთობლივ შეკრებაზე საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებთან ერთად იაპონელთა გუნდი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის ტომოუკი მაცუდას თავკაცობით იყო წარმოდგენილი. მიუნხენში კი ისინი უკვე ერთმანეთის მეტოქეები იქნებიან.
ხვალ შეჯიბრებაში ვაჟები პნევმატური იარაღიდან სროლაში ჩაებმებიან, სალუქვაძე კი ამ დისტანციაზე 27 მაისს ისვრის. ტურნირის დასკვნით დღეს, 28 მაისს შერეულ წყვილთა შეჯიბრება გაიმართება.