„ბაიერნი“ ახლოს არის ზედიზედ მერვე ჩემპონობასთან. სეზონის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე, მიუნხენური კლუბი შვიდი ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ „დორტმუნდს“, მაგრამ „ბაიერნის“ გულშემატკივრები და კლუბი ვერ შეძლებენ მიუნხენის მთავარ მოედანზე – მარიანპლაცზე ჩემპიონობის ტრადიციულ აღნიშვნას.
მიუნხენის მერმა დიტერ რეიტერმა კატეგორიულად აკრძალა ამგვარი მასშტაბის ღონისძიების ჩატარება, რათა არ დაუშვას Covid-19-ის გავრცელება:
„მარიანპლაცის მოედანზე ყოველწლიური ზეიმის ტრადიცია, სამწუხაროდ წელს შეუძლებელია კორონავირუსის გამო“, – განაცხადა რეიტერი.