ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა მარიო მანჯუკიჩმა შესაძლოა კლუბი შეიცვალოს ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის დროს, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა „შპორტბილდი“ (Sportbild) წერს.
წყარო ადასტურებს, რომ ხორვატის მიმართ დაინტერესებას გამოთქვამს მიუნხენის „ბაიერნი“. გერმანიის ჩემპიონი აპირებს 33 წლის შემტევის გაფორმებას და უახლოეს პერიოდში გამართავს მოლაპარაკებებს „იუვენტუსთან“.
იტყობინებიან, რომ გერმანელები მანჯუკიჩში ხედავენ რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელს, რომელმაც, შესაძლოა, ერთი წლის შემდეგ დატოვოს კლუბი.
შეგახსენებთ, რომ მანჯუკიჩი 2012-2014 წლებში თამაშობდა „ბაიერნში“. გასულ სეზონზე მან იტალიის ჩემპიონატში 25 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.