„მანჩესტერ სიტისა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების მცველი კაილ უოკერი კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Sky Sports-ი ავრცელებს.
33 წლის მცველი გერმანული ფეხბურთის გრანდთან კონტრაქტს 2025 წლამდე გააფორმებს, ერთი წლის გაგრძელების პერსპექტივით. ანაზღაურებასთან დაკავშირებით ჯერ დეტალები ცნობილი არაა.
ასევე უცნობია, რა თანხას მიიღებს „მანჩესტერ სიტი“ უოკერის სანაცვლოდ. ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულთან ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში 2017 წელს „ტოტენჰემიდან“ გადავიდა. ექვსი წლის მანძილზე მან ხუთჯერ მოიგო პრემიერლიგა.