მიუნხენის „ბაიერნის“ ტალანტების განვითარების განყოფილების დირექტორი - ლუკა პარკაძემ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ის „ადმირაში“ უნდა განვითარდეს #1TVSPORT
გამოცემა fupa.net-მა მიუნხენის „ბაიერნის“ ქართველი შემტევის, ლუკა პარკაძის ავსტრიულ „ადმირა ვაკერში“ გადასვლაზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც გერმანული ფეხბურთის გრანდის წარმომადგენლის საინტერესო კომენტარია.
„მიუნხენის „ბაიერნმა“ ზაფხულში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ტალანტის ჩამოყვანა შეძლო. ლუკა პარკაძე „რეკორდმაისტერში“ „დინამო თბილისიდან“ გადავიდა და მრავალწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
გუნდში გადასვლიდან მალევე 18 წლის ნახევარმცველს მეტსახელად „ახალი კვარადონა“ შეარქვეს ხვიჩა კვარაცხელიას გამო. იჯარის წესით, ის სეზონს „ადმირა ვაკერში“ გაატარებს. ახალგაზრდამ უნდა მიიღოს თავისი პირველი პროფესიული გამოცდილება ვენის გუნდში 2024/25 წლების სეზონამდე, სანამ მიუნხენში დაბრუნება. „ბაიერნში“ პარკაძეს მოუთმენლად ელიან.
„ლუკამ ცოტა ხნის წინ რამდენჯერმე ივარჯიშა ჩვენს მოყვარულებთან და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. დარწმუნებულები ვართ, რომ ის „ადმირაში“ საუკეთესო პირობებში იქნება, რათა განვითარებისთვის შემდეგი ნაბიჯები გადადგას. ჩვენ მას ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით“, – თქვა „ბაიერნის“ ტალანტების განვითარების განყოფილების დირექტორმა, იოხენ ზაუერმა.
„ადმირამ“ ამ სეზონში სამი ტური ჩაატარა და შვიდი ქულით ავსტრიის მეორე დივიზიონში მესამე ადგილზეა. ვენის გუნდი მომავალ შაბათს „დორნბირნის“ წინააღმდეგ ითამაშებს და, სავარაუდოდ, ამ მატჩში მონაწილეობას პარკაძეც მიიღებს“, – წერს გამოცემა fupa.net-ი.