„მიუნხენ 1860“-ის ექსმწვრთნელმა კვარაცხელია რობენს და რიბერის შეადარა - მას შეუძლია ბუნდესლიგის საუკეთესო ხუთ კლუბში ითამაშოს #1TVSPORT
„მიუნხენ 1860“-ის ყოფილი მწვრთნელი დენის ბუშუევი მიიჩნევს, რომ ხვიჩა კვარაცხელია გერმანიის ჩემპიონატის წამყვან კლუბებში წარმატებით თამაშს შეძლებს. რუსმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსმელის თამაში არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის სტილს შეადარა.
„კვარაცხელია მოთამაშეთა იგივე გალაქტიკიდან არის, რომლიდანაც – რიბერი და რობენი. მას შეუძლია ბუნდესლიგის საუკეთესო ხუთ კლუბში ითამაშოს – მას აქვს გიჟური ტექნიკა და კარზე საოცრად დაგეშილია. გერმანიის ჩემპიონატში ასეთი მოთამაშეები ცოტა შემორჩა. ამიტომ ხვიჩა ბუნდესლიგაში თამაშს შეძლებდა“, – განაცხადა ბუშუევმა Match TV-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს „რუბინმა“ პირველი შეკრება ყაზანში დაიწყო. გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის ემზადება ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც შესაძლოა კლუბი სეზონამდე დატოვოს. თავად კვარაცხელიამ არ დამალა, რომ „ლიდსთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ზედიზედ მეორე სეზონია, 20 წლის ქართველი თავდამსხმელი რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს. 20 წლის ქართველის კონტრაქტი „რუბინთან“ ძალაში 2024 წლის 30 ივნისამდეა.