მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ხელშეკრულების გახანგრძლივება ვერ მოხერხდა - გონსალვესმა „დილა“ ევროტურნირამდე დატოვა [ვიდეო] #1TVSPORT
გორის „დილა“ ვაგნერ გონსალვესმა დატოვა. კლუბმა მადლობა გადაუხადა ბრაზილიელს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ კარიერაში.
ცნობილია, რომ კონფერენს ლიგის პირველ ეტაპზე „დილა“ ფინურ „კუპსის“ დაუპირისპირდება – ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, გორელების მეტოქე მოლდოვურ „მილსამისა“ და ლიეტუვური „პანევეჟის“ წყვილის გამარჯვებული იქნება.
რატომ დატოვა ბრაზილიელმა შემტევმა გუნდი მნიშვნელოვან შეხვედრებამდე, ამის შესახებ კლუბის ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
„გვსურს, გავაკეთოთ განმარტება ვაგნერ გონსალვესის წასვლასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ვაგნერი ჩვენს გუნდს უკრაინული „დნიპროდან“ შეუერთდა. აღნიშნული ხელშეკრულება ფიფა-ს და უეფას გადაწყვეტილებების შესაბამისად გაფორმდა, რომელიც უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო ამოქმედდა. აღნიშნული წესის თანახმად უკრაინული კლუბებიდან წამოსულ ფეხბურთელებს სხვა გუნდებში თამაში მიმდინარე წლის 30 ივნისამდე შეეძლოთ. მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, ხელშეკრულების გახანგრძლივება და ბრაზილიელის ჩვენს გუნდში დარჩენაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. რის გამოც მხარეებმა თანამშრომლობა შეწყვიტეს“, – წერია „დილას“ განცახდებაში.