ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „სამტრედია“ ყაზახურ „ტობოლთან“ მეორე შეხვედრაშიც დამარცხდა.
მასპინძლებმა პირველივე შეტევა გოლით დაასრულეს: მე-12 წუთზე, მოედნის ცენტრში ნიკა კვეკვესკირმა ეფექტურად ითამაშა და საჯარიმოსთან ბაიურჟან ტურისბეკს მოძებნა, რომელმაც მოჭრილი დარტყმით „სამტრედიას” კარის ბადე შეარხია 1:0.
მეორე ეტაპზე გასავლელად, „სამტრედიას” მეორე ტაიმში ორი გოლი უნდა გაეტანა. თუმცა, რეალური საგოლე მომენტებით ვერ ისარგებლა, „ტობოლმა” კი სხვაობა გაზარდა: 83-ე წუთზე, ტანატ ნუსერბაევის ფლანგური გადაცემა ასლან დარაბაევმა გოლად აქცია და საბოლოო ანგარიში 2:0 დააფიქსირა.
„სამტრედიამ” პირველი მატჩი თბილისში 0:1 დათმო, ორი მატჩის ჯამში, 0:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.