ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა და უეფას ყოფილმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ხაზი გაუსვა, რომ აპირებს დაუბრუნდეს საფეხბურთო მოღვაწეობას, როგორც კი დისკვალიფიკაციის ვადა გაუვა.
„აუცილებლად დავბრუნდები ფეხბურთში. შეთქმულების მსხვერპლი გავხდი, რომელშიც დამნაშავენი იყვნენ ადამიანები ფიფადან და შვეიცარიის პროკურატურიდან. თუმცა, არ ვადანაშაულებ შვეიცარიის მთავრობას. მინდა დავწერო წიგნი, რომელშიც სრულ სიმართლეს მოვყვები“, – განაცხადა პლატინიმ „ფრანს ფუტბოლთან“ კომენტარში.
მიშელ პლატინი 18 ივნისს დააკავებს. ის ფიგურანტია იმ საქმისა, რომელიც უკავშირდება კორუციას მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის არჩევისას. ფრანგი აიყვანეს პარიზის გარეუბანში ანტიკორუფციული განყოფილების ოფისში. მოგვიანებით, ის გაანთავისუფლეს.
პლატინი ფეხბურთს ამა წლის ოქტომბრამდეა ჩამოშორებული.