მის არყოფნაში ლიდერებმა თავდაჯერებულობა დაკარგეს - ავსტრიული გამოცემა „შტურმის“ ჩავარდნას კიტეიშვილის ტრავმას მიაწერს #1TVSPORT
გრაცის „შტურმი“ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, მაგრამ ოთარ კიტეიშვილის გუნდმა შემდეგ ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა და ჯგუფში ჩარჩა.
„ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქართველი ნახევარმცველის ტრავმაა“, – ასე აფასებს გუნდში არსებულ ვითარებას ავსტრიული გამოცემა 90 minuten.
ოთარ კიტეიშვილს ევროპა ლიგის ჯგუფურ შეხვედრაში „ეინდჰოვენთან“ მარჯვენა ტერფი დაუზიანდა, მძიმე ტრავმა დაუდგინდა და ოპერაცია ჩაუტარდა. ამიტომ „შტურმს“ შემოდგომის დარჩენილ მატჩებში ვეღარ დაეხმარა.
„გრაცის „შტურმი“ ორი წელია სტაბილურად ძლიერდება. მაგრამ კრისტიან ილცერის გუნდს ჩავარდნა ახლა პირველად დაეწყო. მიმდინარე სეზონში ეიფორია იქიდან გამომდინარე იყო, რომ „შტურმმა“ ავსტრიის ბუნდესლიგა კარგად დაიწყო და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. ეს ყველაფერი გუნდმა ლამაზი ფეხბურთით შეძლო. მაგრამ შემდეგ იყო საშინელი დამარცხება „ჰარტბერგთან“ და აღმავლობა დასრულდა. „შტურისთვის“ ახლა მძიმე დღეები. ეს საუკეთესო ფეხბურთელების ტრავმების შედეგიცაა. მაგალითად, გუნდს ოთარ კიტიშვილი ვერ ეხმარება. მის არყოფნაში სხვა საკვანძო მოთამაშეებმა თავდაჯერებულობა დაკარგეს“, – წერს ავსტრიული გამოცემა.
„ოთარი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემტევი ძალაა და მისი ტრავმა ყველას გვტკივა. ვიმედოვნებთ, რომ ის მალე დაბრუნდება“, – ამბობს გრაცის გუნდის სპორტული დირექტორი ანდრეას შიკერი.