მირზა ტელეტოვიჩმა კარიერა დაასრულა
მირზა ტელეტოვიჩმა კარიერა დაასრულა

ბოსნიელმა ფორვარდმა – მირზა ტელეტოვიჩმა მიიღო გადაწყვეტილება – დაასრულოს მოთამაშის პროფესიული კარიერა – იტყობინება სააგენტო „სპორტანდო“ (Sportando).

გასულ სეზონში, ტელეტოვიჩი „მილუოკი ბაქსში“ თამაშობდა. რეგულარული ჩემპიონატისას, კალათბურთელს ფილტვში თრომბი აღმოუჩინეს, რის გამოც,  კარიერის შეწყვეტა გაურკვეველი ვადით მოუწია.

საბოლოოდ, ტელეტოვიჩმა კალათბურთთან გამოთხოვება გადაწყვიტა. როგორც იტყობინებიან, 33 წლის კალათბურთელი სათავეში ბოსნიის კალათბურთის ფედერაციას ჩაუდგება.

ტელეტოვიჩმა NBA-ში ექვსი სეზონი გაატარა. ამ დროის განმავლობაში, მან „ბრუკლინის“; „ფინიქსისა“ და „მილუოკის“ შემადგენლობაში თამაში მოასწრო. NBA-ში ჯამში 324 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 8.2 ქულა და 2.3 მოხსნა დააგროვა.