მირჩა ლუჩესკუმ რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა #1TVSPORT
ლეგენდარულმა სპეციალისტმა, მირჩა ლუჩესკუმ დაასრულა მუშაობა რუმინეთის ნაკრებში. მას ამოეწურა კონტრაქტის ვადა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან.
80 წლის სპეციალისტი რუმინეთის ნაკრებს 2024 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებდა. რამდენიმე დღის წინ რუმინეთმა წააგო თურქეთის ნაკრებთან მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეიოფის ნახევარფინალი. მეორე დღეს გუნდის ვარჯიშზე ლუჩესკუმ გონება დაკარგა და საავადმყოფოში მოხვდა.
რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, რაზვან ბურლეანუმ განაცხადა, რომ ლუჩესკუმ, შეიძლება, მიიღოს სამუშაო ორგანიზაციის შიგნით.